Showing all 15 results

 


გერმანული შედუღების აპარატები (სვარკა) განვადებით ან პირდაპირ ყიდვით, საუკეთესო ფასად საქართველოში, 1 წლიანი ქარხნული გარანტია Crown-ის, Schpindel-ის, Shmehel-ის Total-ის და სხვა ბრენდების ცვლადი დენის სვარკებზე, 4-იან ელექტროდზე სამუშაოდ. უფასო მიტანა ყველგან.

ინვერტორული შედუღების აპარატი სვარკების ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც მის სიმსუბუქეს უზრუნველყოფს.

ხოლო გაგრილების სისტემა აპარატს შიგნითვე აქვს მოთავსებული და ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელია.

სწორედ ე.წ ადაპტირებადი, ჩაშენებული გაგრილების სისტემის წყალობით ისინი ძალიან მძლავრი და ენერგო ეფექტურია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საშუალოდ ინვერტორული შედუღების აპარატი სტანდარტულზე 40%-ით ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს.

სივრცე.ჯი წარმოდგენილი ყველა ელ. შედუღების აპარატი თავისუფლად მუშაობს 4-იან ელექტროდზე, ხოლო ზოგიერთი მათგანის ქარხნული მონაცემები 5 მმ-იან ელექტროდსაც შეესაბამება.

ინვერტორულ შედუღების აპარატებში გვაქვს როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო ან ნახევრად სამოყვარულო მოდელები.

ძირითადი განსხვავება მათ შორის, ფუნქციონალის და რამდენიმე სხვადასხვა პარამეტრის გარდა, დატვირთვის რეკომენდირებულ დროშია.

სამოყვარულო აპარატების მუშაობა დღეში 2-3 საათზე მეტი დროის მანძილზე არაა სასურველი.

ეს დრო კიდევ უფრო მცირდება ჭრის პროცესის დროს. ანუ შედუღება ჭრისგან განსხვავებით მისი რესურსების ნაკლებ დატვირთვას მოითხოვს.

სვარკის აპარატი განვადებით საყიდლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხელსაწყოა.

ყველა მოდელს აქვს 1 წლიანი გარანტია და მაქსიმალურად მოსახერხებელი განვადების პირობები, მათ შორის ფასდაკლებები და საჩუქრების აქციები.